18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების დაცვის საერთაშორისო დღეა.
ამ თარიღთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 18 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით აჭარის მუზეუმებში ვიზიტი უფასოა.
წარმოგიდგენთ სსიპ აჭარის მუზეუმების დაგეგმილ აქტივობებს ამ დღესთან დაკავშირებით:
11:00 საათი - სასტუმრო „რედისონი“- ემერიტუს ამირან კახიძის ახალი პუბლიკაციების პრეზენტაცია;
11 საათი-აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ III საერთაშორისო სემინარში, თემაზე: ,,შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები’’ მონაწილეობის მიღება;
13:00 საათი - ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ერთდღიანი გამოფენა ელენე ახვლედიანი - „ ბეგების სამფლობელოს დარბევა გლეხების მიერ“;
12:00 საათი - ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდება ვიდეო- „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ბათუმში“
16:00 საათი - ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმი- ფოტო-გამოფენა-„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ბათუმში“
17:30 საათი - ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდება ვიდეო-„ წერილები წარსულიდან“ - ელენე ახვლედიანის ნამუშევრის-„ ბეგების სამფლობელოს დარბევა გლეხების მიერ“ შექმნის ისტორიის შესახებ.